LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძლიერი საქართველო“ – „არანაირი ნდობა პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესს არ აქვს – ზეწოლა პრეზიდენტზე, მისი დაკითხვაზე დაბარებით, ამტკიცებს საერთაშორისო აზრს, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, ჩადენილია დანაშაული“

142
კოალიცია „ძლიერი საქართველო“

განაცხადი, რომ რუსული რეჟიმის პროკურატურა გამოიძიებს რუსულ სპეცოპერაციას, რომელიც ჩატარდა, არის აბსურდი, – ამის შესახებ განცხადებას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

„ძლიერ საქართველოში“ საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით უნდობლობა აქვთ და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.

„პრეზიდენტი გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში“ – არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, ცესკოს მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

„პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით“.

„ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ არჩევნების გაყალბება არ გაუვიდა, როდესაც დემოკრატიული ქვეყნები ითხოვენ არჩევნების გამოძიებას, მათი შედეგების აღიარების ნაცვლად. განაცხადი, რომ რუსული რეჟიმის პროკურატურა გამოიძიებს რუსულ სპეცოპერაციას, რომელიც ჩატარდა, არის აბსურდი. ამიტომ ვაცხადებთ, რომ არანაირი ნდობა პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესს არ აქვს, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. პროკურატურის მიერ დაწყებული ზეწოლა პრეზიდენტზე, მისი დაბარებით დაკითხვაზე, მხოლოდ ამტკიცებს საერთაშორისო აზრს, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, ჩადენილია დანაშაული და დააჩქარებს საერთაშორისო გამოძიების დაწყების პროცესს.“- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g