LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძლიერი საქართველო“: „არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კოალიცია „ძლიერი საქართველო” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძალიან მალე საქართველოს სკოლებში ამოქმედდეს ბავშვთა კვების პროგრამები“

111
კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ხაზი არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ საზოგადოებრივი სიკეთეები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“ – ამის შესახებ კოალიციის წევრებმა რევაზ აფხაზავამ, ნიკა ჩერქეზიშვილმა და სიმონ ჯანაშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სკოლებში ბავშვთა კვების პროგრამები ამოქმედდეს.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, საქართველოში მოსწავლეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 20% არის სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული, რაც პირდაპირ აისახება მათი განათლების ხარისხზე:

„ჩვენ, ყველამ, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ საუბარია სადღაც 180 000-ზე მეტ ბავშვზე, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ მუდმივად განიცდის შიმშილს. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ხაზი არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ საზოგადოებრივი სიკეთეები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. სწორედ, ამას ითვალისწინებს ჩვენი საარჩევნო გეგმის, „ილიას გზის“ მთავარი ხაზები, როგორიც არის 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, როგორიც არის 1000 ლარიანი პენსია, ასევე, ახალგაზრდების ანაზღაურებადი სტაჟირება, დიდი მეგაპროექტები და ჩვენ, სწორედ, ასეთ დიდ პროექტად განვიხილავთ და ვუყურებთ ბავშვთა კვების პროგრამების შეტანას სკოლებში და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძალიან მალე, სკოლებში ამოქმედდეს ბავშვთა კვების პროგრამები“ – განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

🟡 "ძლირი საქართველოს" ლიდერების ბრიფინგი: "ორშაბათიდან იწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში და ამჯერადაც სამწუხაროდ, იწყება პრობლემებით, სასკოლო კვების გარეშე. ამ ტიპის პროგრამების განხორციელება უმნიშვნელოვანესია, რადგან, ფაქტობრივად, ყოველი 10 ბავშვიდან 4 არის სოციალურად დაუცველი. უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის უბრლაოდ დახმარება მოსწავლეებისთვის, ეს არის განათლების სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია აამაღლოს განათლების ხარისხი. უკვე მეხუთე წელია "ქართული ოცნება" გვპირდება ამ პროგრამის ამუშავებას, თუმცა, რა თქმა უნდა არ აპირებს! არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კოალიცია "ძლიერი საქართველო" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძალიან მალე საქართველოს სკოლებში ამოქმედდეს ბავშვთა კვების პროგრამები".

Posted by ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo on სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები