დაუვიწყარი საღამო Factory Tbilisi-ში 27 ივნისს, 21:00 საათზე, – ანიტა რაჭველიშვილი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.
27 ივნისს, 21:00 საათზე, Factory Tbilisi განსაკუთრებულ კულტურულ მოვლენას უმასპინძლებს – ქართველი საოპერო ვარსკვლავი, ანიტა რაჭველიშვილი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, მსმენელს უნიკალურ და განსხვავებულ საღამოს უმზადებს.
საღამოს ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტის პროგრამა იქნება მრავალფეროვანი და მოიცავს როგორც კლასიკურ საოპერო რეპერტუარს, ასევე თანამედროვე მუსიკალურ კომპოზიციებს, რაც მსმენელს კიდევ ერთხელ აღაფრთოვანებს.
„ანიტა რაჭველიშვილი მსოფლიო საოპერო სცენის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მეცო-სოპრანოა. მისი ძლიერი ვოკალი, დრამატული ინტერპრეტაცია და სცენური შარმი, არაერთხელ დაუფასებიათ ისეთ სცენებზე, როგორებიცაა მილანის „ლა სკალა“, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენის ოპერა“ და პარიზის ოპერა.
კონცერტი Factory Tbilisi-ის პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მაღალი დონის კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერასა და ხელშეწყობას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
