LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძლიერი წვიმა, მთაში თოვლი, სეტყვა და ზღვაზე შტორმული ღელვა“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

142
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო, მომდევო დღეების განმავლობაში, ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g