LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

527
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში ქვეყანაში ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს [საფრთხის დონე კახეთის რეგიონში – მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე – საშუალო]“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები