LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი წყალდიდობა იტალიაში – ასობით ადამიანი საცხოვრებლებს ტოვებს

88

ძლიერი წყალდიდობა იტალიაში – გადაუღებელი წვიმების გამო, ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და დასახლებები დატბორა. საცხოვრებელი სახლების დატოვება ასობით ადამიანს მოუხდა.

ყველაზე მეტად პროვინცია რეჯო-ემილია დაზარალდა, სადაც სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.

სინოპტიკოსების პროგნოზით, იტალიაში გადაუღებელი წვიმები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები