LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა ქარმა კახეთში პრობლემები შექმნა

158
სტიქია კახეთშ

ძლიერი ქარი იყო კახეთში. სტიქიამ რამდენიმე სოფლის 20-მდე საცხოვრებელს სახურავი გადახადა.

დაზარალებულ ოჯახებს მერიის წარმომადგენლები დილიდან ეწვივნენ, ისინი დაზიანების ხარისხს სწავლობენ, რის შემდეგაც დახმარება ინდივიდუალურად მოხდება.

უამინდობის შედეგად რამდენიმე სოფელში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა, რისი მიზეზიც დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები გახდა. სოფლებს დენის მიწოდება უკვე ნაწილობრივ აღუდგა.

ლაგოდეხსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ქარმა მრავალწლოვანი ხეები წააქცია, რამაც ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეაფერხა, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახურების მიერ, გზის გაწმენდის სამუშაო მყისიერად დაიწყო და გზის ამ მონაკვეთზე მანქანებით გადაადგილება რამდენიმე წუთში აღდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები