თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ძლიერი ქარის შედეგად სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა.
როგორც თვითმხილველებმა “ფორტუნას” განუცხადეს, აღნიშნულის გამო გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეულწილად შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.