LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა

144
BeFunky-collage (8)

ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

დანგრეულია განმუხურის ამფითეატრის საძირკველი. ასევე დაზიანებულია სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები. სტიქიამ პრობლემა შეუქმნა მწვანე ნარგავებსაც.

გარდა ამისა, მდინარე ენგურმა ანაკლიაში სამი სახლიც დატბორა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა, რის შემდეგაც დატბორვისგან ათობით სახლის გადარჩენა მოხერხდა. რაც შეეხება დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, გიორგი გუგუჩია ამბობს, რომ მისი აღდგენა უახლოეს პერიოდში მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g