LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა შტორმმა თვითმფრინავი ჰაერში აფრიალა

airr

ბრიტანელმა პილოტმა თვითმფრინავი შტორმში ძლივს დასვა. ავიაკომპანია British Airways-ის ლაინერი ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დიდი წვალების შემდეგ დაეშვა.

როგორც თვითმხილველთა მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, ხომალდი პირველ ცდაზე ვერ დაჯდა და ძლიერი ქარის გამო პილოტს ისევ აფრენა მოუხდა. თვითმფრინავი ქარმა სულ აქეთ-იქით ატარა, საფრენ ბილიკთან მიახლოვება კი წარუმატებლად სრულდებოდა და ლაინერს ისევ სიმაღლეზე ასვლა უწევდა. საბოლოოდ ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის დროს ქარის სიჩქარე არც მეტი არც ნაკლები 112 კმ/სთ-ში იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g