LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმებს შვილები ერთსა და იმავე დღეს, ერთ კლინიკაში შეეძინათ

46
_124650965_broready

ინგლისელ ძმებს ძალიან გაუმართლათ და მამები ერთსა და იმავე დღეს გახდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

უსაყვარლესი ისტორია ვორჩესტერშირის სამეფო ჰოსპიტალში მოხდა. ჯორჯის და ჯო რობინსონების მეუღლეებმა 2 საათის სხვაობით იმშობიარეს და ორივე ძმას ბიჭი ეყოლა.

გამოცემის ინფორმაციით, ორივე დედა ერთმა და იმავე ბებიაქალმა ამშობიარა და ამ ქალბატონს იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა.
ჯომ თავის ვაჟს რეჯინალდი, ხოლო ჯორჯმა – ოლივერი დაარქვა.

ძმები, რომლებიც ერთად მუშაობენ, ცოტა ხანში ბიძები კიდევ ერთხელ გახდებიან, რადგან მათი უფროსი ძმა ტომი პირველ შვილს ელოდება.

ჯო და ჯორჯი ამბობენ, რომ ეს ნამდვილად ჯადოსნური შეგრძნებაა და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი შვილებიც საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები