LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლება ამცირებს უთანასწორობას: Eurostat-ის მონაცემებით, რაც უფრო მაღალია ქალის განათლების დონე, მით ნაკლებია სხვაობა შემოსავლებში

130
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ევროპაში ქალების დასაქმებაზე შვილები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, თუმცა Eurostat-ის ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ განათლება ამ განსხვავებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

კვლევის მიხედვით, რაც უფრო მაღალია ქალის განათლების დონე, მით უფრო მაღალია შანსი, რომ მშობიარობის შემდეგაც სამუშაო ბაზარზე დარჩეს. ყველაზე დიდი სხვაობა მამაკაცებსა და ქალებს შორის ფიქსირდება დაბალი განათლების მქონე ჯგუფში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახში ორი ან მეტი ბავშვია.

მაგალითად:

ერთი ბავშვის შემთხვევაში, დაბალი განათლების მქონე ქალებში დასაქმების სხვაობა მამაკაცებთან შედარებით დაახლოებით 26%-ს აღწევს;
ორი ბავშვის შემთხვევაში ეს სხვაობა თითქმის 36%-მდე იზრდება;
სამი და მეტი ბავშვის შემთხვევაში კი მუშაობას ქალების ნახევარზე ნაკლები ახერხებს.


საშუალო განათლების მქონე ქალებში სურათი შედარებით უკეთესია – მრავალშვილიან ოჯახებში დასაქმებულია დაახლოებით 59%, მაშინ როცა მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 90%-ს აღემატება.

ყველაზე მცირე სხვაობა დაფიქსირდა უმაღლესი განათლების მქონე ქალებში. ამ ჯგუფში:

ორი ბავშვის შემთხვევაში მუშაობს თითქმის 90%;
სამი და მეტი ბავშვის შემთხვევაშიც კი დასაქმებულია 80%-ზე მეტი ქალი.
მნიშვნელოვანი ტენდენციაა ისიც, რომ ბავშვების რაოდენობა ქალებსა და მამაკაცებზე განსხვავებულად მოქმედებს:
ქალებში ყოველი დამატებითი ბავშვის შემდეგ დასაქმების დონე მცირდება, ხოლო მამაკაცებში – პირიქით, მამები უფრო ხშირად არიან დასაქმებულები, ვიდრე უშვილო მამაკაცები.

საერთო ჯამში, მონაცემები აჩვენებს, რომ განათლება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც ქალებს შრომის ბაზარზე დარჩენაში ეხმარება და ამცირებს გენდერულ სხვაობას დასაქმებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები