LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძნელად დასაჯერებელია, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრები კონკრეტული გადაწყვეტილებების გამოტანისას, მხოლოდ საქართველოს ხმას დაუგდებენ ყურს: ე.წ საგარეო უწყება

73
Capture

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას.

„საქართველოში დაუსრულებლად შეუძლიათ თავის დამშვიდება იმ აზრებით, რომ მსოფლიო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ძნელად დასაჯერებელია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის წევრები კონკრეტული გადაწყვეტილებების გამოტანისას, მხოლოდ საქართველოს ხმას დაუგდებენ ყურს..

საერთაშორისო საზოგადოებამ დროა, შეიგნოს, რომ საქართველო განაგრძობს ძალისხმევას აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისთვის, ცინიკურად არღვევს მოქალაქეთა საბაზისო უფლებებს, ქმნის ჰუმანიტარული ხასიათის უამრავ პრობლემას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ცალმხრივი პოზიციის მხარდაჭერა საქართველოს კონფრონტაციულ განწყობას მხოლოდ ახალისებს და ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში“, – განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უწყებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო უწყებაში გამოეხმაურნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გაეროსადმი მიმართვას, აფხაზეთს „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიენიჭოს. როგორ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g