LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძნელია, ემოციის გარეშე მოისმინო“ – ქართველმა მომღერლებმა „იმედის“ ეთერში მამუკა ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალური კომპოზიცია  შესთავაზეს მაყურებელს

213
მამუკა ჩარკვიანი

გადაცემაში „ჩვენი შოუ“ ქართველმა მომღერლებმა მამუკა ჩარკვიანი გაიხსენეს.

ავტორ-შემსრულებელ მამუკა ჩარკვიანზე საუბრისას, აღნიშნეს, რომ ის არავის ჰგავდა, იყო თვითმყოფადი და ამავე დროს ძალიან ფაქიზი სულის შემოქმედი.

გადაცემის ბოლოს ქართველმა მომღერლებმა მამუკა ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალური კომპოზიცია  შესთავაზეს მაყურებელს.

სიმღერა, რომელიც სოციალურ ქსელში მალევე გახდა პოპულარული დოდონა ნამორაძე, ლევან შენგელია, ბორის ბედია, გუჯა მარდალეიშვილი და გია ბაღაშვილი ასრულებენ.

„ძნელია, ემოციის გარეშე მოისმინო“, „ მართლაც ძალიან ქართული იყო მისი ყველა ნამუშევარი“, – წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g