LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძუძუს კიბო და ორსულობა

233
ძუძუს-კიბო

დღეს, სიმსივნური დაავადება, უხეშად რომ ვთქვათ მოდაშია. ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობას აბრკოლებს და ხელს უშლის ნორმალურ პირობებში ცხოვრებას. ქალბატონების უმრავლესობას დღეს მოკვეთილი აქვს მკერდი, ამოღებული აქვს საშვილოსნო, აქვს ქიმიების გარკვეული რაოდენობა მიღებული და სვამს შესაბამის წამლებს მის დასაძლევად. მას თან ახლავს წონის მატებაც, რაც კიდევ ერთი ახალი პრობლემაა. ამ ტიპის ქალბატონებს ვურჩევთ მხოლოდ მკურნალ ექიმთან შეთანხმებით დაიცვან დიეტა. ანალოგიურ შემთხვევაში ხშირად კალორიული საკვების მიღება არ იზღუდება, რაც წონაში მატების მიზეზი ხდება. თუ ჰორმონული ცვლილებით მოიმატეთ, უნდა დაინიშნოს შესაბამისი ჰორმონოთერაპია და რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ორგანიზმი ჰორმონების დეფიციტს მეტ-ნაკლებად შეივსებს, ორგანიზმი თვითონ დაიწყებს კლებას. მოკლედ, დაიმახსოვრეთ, რომ უნდა იკვებოთ სწორად, რაც სასურველია მკურნალი ექიმის მეთვალყურეობით მოხდეს.

ხშირად, მიომა ბადებს ეჭვს, რომ შეიძლება იგი ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზარდოს. ამ კითხვას ძალიან ბევრი ადამიანი შეუწუხებია. მისი პასუხი კი ასეთი გახლავთ: მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომლის ავთვისებიანად გადაგვარების მაგალითები იშვიათად მოიპოვება. იგი ძირითადად რეპროდუქციის ასაკში ვლინდება და მიზეზი ჰორმონული დარღვევაა, ძირითადად კი პროგესტერონის ნაკლებობა. თუ მიომა ჰორმონოთერაპიის ფონზე მოცულობაში არ იმატებს, შეიძლება ის მკურნალობას დაექვემდებაროს და ოპერაციული ჩარევა საჭირო არ გახდეს. ამ შემთხვევაში თქვენც და მკურნალ ექიმსაც დიდი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ.

ახალგაზრდა ქალბატონების გარკვეულ ნაწილს სურს მოკვეთილ მკერდთან ორსულობის შეთავსება და არის გარკვეულ გაუგებრობაში, რამდენად შეიძლება გაბედვა და მსგავსი პრობლემის ფონზე შვილის გაჩენა. თუ ფეხმძიმობა ფიზიოლოგიურად წარიმართება, შეიძლება ფიზიოლოგიური მშობიარობაც. ეს დამოკიდებული იქნება იმ მომენტისთვის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ფეხმძიმე ქალს მხოლოდ მეანთან შეთანხმებით შეუძლია გადაწყვიტოს თუ როგორ იმშობიაროს. წინასწარ ნუ დაიძაბებით და ნუ დაგეგმავთ რა გზით იმშობიარებთ. მკერდის მოკვეთა არ არის პირდაპირი ჩვენება, რომ მაინც და მაინც საკეისრო კვეთით უნდა იმშობიაროთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები