LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძუძუს პლასტიკა და მასთან დაკავშირებული აქტუალური კითხვები – სილამაზის აკადემია

22
მიხეილ-მაჭავარიანი

ძუძუს პლასტიკა და მასთან დაკავშირებული აქტუალური კითხვები – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა მიხეილ მაჭავარიანმა ისაუბრა.

რომელი პლასტიკური ჩარევაა დღეს აქტუალური?

პირველ ადგილზე არის რინოპლასტიკა, ხოლო მეორე ადგილზე ძუძუს პლასტიკა, როგორც დაპატარავება, ასევე გადიდება, თუმცა უფრო მეტად კეთდება გადიდების ოპერაცია.

სოციალურმა ქსელებმა გამოიწვია, რომ ადამიანებს უფრო მეტად უნდათ დაემსგავსონ თავის კერპებს, მოდელებს… მოგეხსენებათ, რომ  ვარსკვლავების დიდ ნაწილს მკერდი გაკეთებული აქვს.

რას უკავშირებთ მკერდის გაკეთების მოთხოვნას?

მკერდის გაკეთება უკავშირდება კომპლექსებს ახალგაზრდობის პერიოდში, ხშირია ორსულობის შემდგომი ოპერაცია, როცა ხდება ფტოზი, განლევა მკერდის. ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია ოპერაციის, არის აწევა, თუმცა თუ ქსოვილები განლეულია, მაშინ ხდება იმპლანტის ჩადგმა.

რაც შეეხება დიდ მკერდს, ხშირად აქ ჯანმრთელობის საკითხი დგას, ზედმეტი წონის ტარება ხერხემლისთვის არის საზიანო, ხშირად არის ოფლიანობის პრობლემაც და სხვ. ეს უფრო რთული ოპერაცია.

ყველაზე ხშირად რა კითხვები აქვთ პაციენტებს?

აუზში თუ შეიძლება ჩახტომა, თვითმფრინავში თუ შეიძლება ჩაჯდომა და მსგავსი კითხვებია.

იმპლანტები დღითი დღე უმჯობესდება, შესაბამისად დღეს არის უმაღლესი ხარისხის იმპლანტები .

რა აკრძალვები აქვთ პაციენტებს?

3-დან 6 თვემდე არ შეიძლება ფიზიკური აქტივობები, პირველი ერთი კვირა სასურველია საჭესთან ჯდომა, ღვედი არ არის სასურველი, რადგან კუნთის დაჭიმვა ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები