LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველ ბათუმში ქაოსური ტიპის განაშენიანება უნდა გამოირიცხოს: თორნიკე რიჟვაძე აჭარის ზონალურ საბჭოს მიმართავს

75
BeFunky-collage (9)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს მიმართავს – გაიზიარონ სულისკვეთება ბათუმის ბულვარის მორატორიუმთან მიმართებაში და გააძლიერონ რეაბილიტაციისა და რესტავრაციის ხაზი.

,,მინდა მოვუწოდო აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს, რომ გაითვალისწინოს ის სულისკვეთება, რაც იყო ბულვარის მორატორიუმთან მიმართებაში და მინდა ვთხოვო, რომ მეტად გააძლიერონ როგორც რეაბილიტაციის, ისე რესტავრაციის ხაზი.

პრაქტიკულად, უნდა გამოირიცხოს, რომ ძველ ბათუმში, რაიმე ტიპის ქაოსური განაშენიანება გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, ზონალური საბჭოს წევრებიც ამ ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ, “ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

magti 5g