ძველ თბილისში, ცურტაველის 3 ნომერში სამსართულიანი სახლი ჩამოინგრა.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ცნობით, ნგრევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით, მუშაობდნენ უწყების თანამშრომლები.
ცნობილია, რომ მისამართზე რეგისტრირებულია ხუთი ოჯახი. როგორც კრწანისის რაიონის გამგებელმა განაცხადა, მოქალაქეებს დროებით სასტუმროში გადაყვანა შესთავაზეს, შემდეგ კი ქირით დააკმაყოფილებენ.