LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძველი ბერძნები მუსიკით კურნავდნენ ხალხს, იმედი მაქვს, რომ მუსიკა ადამიანებს შინაგან ძალას შემატებს” – ვახტანგ მაჭავარიანი ,,არტ-Fm”-ში

22
maxresdefault

გადაცემის ლაივი LIVE

დირიჟორი და  კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი რადიო ,,ფორტუნას”  გადაცემის ,,არტ-Fm”-ის ონლაინ სტუმარია, რომელმაც გადაცემის დასაწყისში მსმენელს სიუპრიზი მოუწყო და როიალზე დაუკრა.

მოგვიყევით სად ხართ და როგორ ატარებთ ამ პერიოდს?

ვიმყოფები სახლში, ბელგიაში ოჯახთან და როიალთან ერთად, რომელიც ძალიან უყვარს ლექსო თორაძეს და ასევე მეც. როიალს ამშვენებს მამაჩემის სურათი და ასევე ხედავთ ნაწარმოებს, რომელზეც ვმუშაობ და ვქმნი ეს დღეებია.  ჩემი სახლის გარშემო არის სულ ტყე და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბევრი ვიარო. დღეს არის ძალიან კარგი ამინდი, აქ ძირითადად წვიმს და ქარია. სამწუხაროდ ყველგან ყველაფერი გადაიდო და ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით ორკესტრისთვის. ვფიქრობ, რომ მე კარგი ნერვები მაქვს, რაც მუსიკის დამსახურებაა. ასევე ვაგრძელებ ჩემი წიგნის წერას „ოპერის დაბადება“. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია მალე შეიცვლება და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ძალიან მინდა, რომ ჩვენ მოვახერხოთ ,,ღამის სერენადების” ფესტივალის ჩატარება. გერმანიაში გამოვიდა რეგულაციები, რომ მეტრნახევარში უნდა ისხდნენ მუსიკოსები , ჩასაბერი ინსტუმენტებით კი ორ მეტრში. ჩვენ ვიცით, რომ ძველი ბერძნები მუსიკით კურნავდნენ ხალხს, იმედი მაქვს, რომ მუსიკა ადამიანებს შინაგან ძალას შემატებს.

 

https://www.facebook.com/266131756744994/videos/702384177194067

თვითიზოლაციის პერიოდში ხომ არ აღმოგიჩენიათ თქვენში რაიმე ახალი თვისებები?

ვხედავ ჩემი შვილის შრომისმოყვარეობას, ის სწავლობს მიუნხენის უნივერსიტეტში, არის ფიზიკოსი, კითხულობს ძალიან ბევრს, არის წიგნის მეგობარი, რაც ძალიან მიხარია, ხშირად ვსაუბრობთ ერთმანეთში, ასევე ჩემი მეუღლეც ჩართულია სახლის საქმიანობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები