LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი სახანძრო მანქანები საქართველოში აწყობილი მანქანებით ჩანაცვლდება

336

“ზილის“ ტიპის ძველი სახანძრო მანქანები საქართველოში აწყობილი მანქანებით ჩანაცვლდება. საცდელი მანქანების აწყობა სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სექტემბრიდან დაიწყება. უკვე შემუშავებულია პროტოტიპი, რომლის საინჟინრო გათვლებს ამჟამად ავსტრიული კომპანია „როზენბაუერი“ აკეთებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა, პროტოტიპის შექმნაში „დელტასა“ და „როზენბაუერის“ წარმომადგენლების გარდა, მეხანძრე-მაშველებიც მონაწილეობდნენ.

“ამ ორი ეგზემპლარის გამოცდის შემდეგ, შევუკვეთავთ ალბათ, სერიულ წარმოებას, რათა მომავალი წლიდან დაიწყოს აწყობა. ამ ტექნიკას ჩვენ განვიხილავთ რაიონებსა და მუნიციპალიტეტებში ძველი „ზილების“ ჩასანაცვლებლად. „ზილები“ ჩანაცვლდება მთლიანად საქართველოში აწყობილი მანქანებით. ჩვენი ორიენტირი იქნება იქითკენ, რომ პირველადი რეაგირების მანქანები სრულად საქართველოში იყოს აწყობილი,“ – განაცხადა ხუციშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, საქართველოში აწყობილი მანქანები მულტიფუნქციური და სწრაფ რეაგირებაზე იქნება გათვლილი.  მისივე თქმით, საზოგადოებას აგვისტოს ბოლოს ეცოდინება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი მანქანის ჩანაცვლებაა საჭირო, რათა რაიონების ავტოპარკი განახლდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g