LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი Toyota Supra ახალზე ორჯერ უფრო ძვირად იყიდება

2859
2e8bddd2bcdab0f57578b077f5b0a08269c7284f

ონლაინ ვაჭრობის პლატფორმაზე Streetside Classics გამოჩნდა განცხადება, რომელიც 1997 წლის Toyota Supra-ს გაყიდვას შეეხება. ძველი სპორტქარის გარბენი 58,7 ათასი კილომეტრია და მისი საწყისი ღირებულება 93 ათასი დოლარი იქნება. ეს მაშინ როცა  სულ ახალი „სუპრას“ ყიდვა 43 ათას დოლარადაა შესაძლებელი. მოძველებული მოდელის ამხელა ფასს კი მფლობელი იმით ხსნის რომ ეგზემპლარი ლიმიტირებული, საიუბილეო სერიიდანაა.

განცხადების ავტორი ირწმუნება, რომ ავტომობილი ისე გამოიყურება თითქოს კონვეიერიდან სულ რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა. წითელი ფერის „სუპრა“ კრუიზ-კონტროლით და უსაფრთხოების ბალიშებითაცაა დაკომპლექტებული. სალონი შავ ტყავშია შესრულებული და იქვეა განთავსებული აბრა –  Limited Edition 15th Anniversary, რომელიც ადასტურებს რომ მოდელი ნამდვილად საიუბილეო გამოშვებას ეკუთვნის.

23 წლის სპორტქარი მოძრაობაში 3 ლიტრის მოცულობის 6 ცილინდრიან  2JZ-GTE ძრავს მოყავს და მას 320 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 6-საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და 97 კმ-ს ასაკრეფად ასეთ „სუპრას“ 5 წამზე ნაკლები დრო სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები