LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ე მანდ, არ ვერევი თეატრების საქმიანობაში… შემოქმედებითი თავისუფლებაა” – წულუკიანი რუსთაველის ეროვნული თეატრის რუსულ გასტროლზე

94
BeFunky-collage (7)

კულტურის მინისტრი რუსთაველის ეროვნული თეატრის რუსეთში წასვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამინისტროში ცენზურა არ არსებობს და ყველა თეატრი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავისუფლად წყვეტს, რომელ ქვეყანაში გამართულ ფესტივალზე წავიდეს.

„იყვნენ ტელევიზიები, ფლაგმანები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, ე, მან არ ჩაერიო, შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო“. შესაბამისად, გეტყვთ, რომ „ე, მანდ“ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს.

ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, თუ რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით.

ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი თავისუფალია. კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს“. – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება.

გოგა ბარბაქაძე: “სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც საქართველოდან ჯარის გასვლას მოაწერა ხელი”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g