ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ჭვრინისის განაპირას, მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს.
დაკავება სავარაუდოდ, ტრადიციულად „საზღვრის“ კვეთის ბრალდებით მოხდა.
მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, უკვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ,,ცხელი ხაზი”.