LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ქუჩის გარჩევები და მათში არასრულწლოვანთა ჩაბმა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

52387595_1023304804522041_3367160313165119488_n

ე.წ. ქუჩის გარჩევები და მათში არასრულწლოვანთა ჩაბმა სისხლის სამართლის წესით დაისჯება. სიახლე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე დააანონსა.

ინიციატივის მიზეზი, ე.წ. ქუჩური გარჩევების სიხშირე და ხშირ შემთხვევაში, მძიმე შედეგებია.

მამუკა ბახტაძის განცხაებით, ამის გამო, ეს „ინსტიტუტი“ ხელისუფლების მხრიდან კიდევ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.

კანონპროექტი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება.

„ვაგრძელებთ კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინება გახლავთ ე.წ. ქუჩური გარჩევები. მათი სიხშირე და ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგები ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვიხილავთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ქუჩის გარჩევები გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სასჯელი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირთა მიმართ, ვინც არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ ადამიანთა მიმართ, ვინც გაბედავს, რომ არასრულწლოვნები იყვნენ ჩართული ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში.

კრიმინალურ მენტალიტეტთან წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება და ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ასეთ გარჩევებს უკავშირდება,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g