LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან ხალხს ტაძრებში არ უშვებენ

77

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შეიარაღებული ფორმიანები არიან მობილიზებულნი.

ახალუბნის, აძვის და ჯარიაშენის მცხოვრებლებს გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მისვლა ეზღუდებათ.

შეგახსენებთ, შარშანაც, 23 ნოემბერს, ე.წ. მესაზღვრეებმა ჯარიაშენის რამდენიმე მოსახლე დააკავეს და ხალხს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე ტაძრებში მისვლა აუკრძალეს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დავით ტატიაშვილი ამბობს, ამ სოფლების მოსახლეობა მაინც ადიოდა ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებში, თუმცა ეს ორი წელია, ე.წ. მესაზღვრეებმა შეზღუდვები გაამკაცრეს.

„დღესაც, გამყოფ ხაზთან მდებარე საგუშაგოსთან შევნიშნეთ რამდენიმე პირი, ისინი პერიმეტრს აკონტროლებენ და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ტაძართან მიახლოვებას მოისურვებს, დააკავებენ. ხალხი შეშინებულია და სალოცავში მისვლას ვეღარ ახერხებს”, – განაცხადა ტატიაშვილმა.

საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას დილიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებიც აკვირდებიან.
P.S. თუმცა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო ხაზთან შეიარაღებული ფორმიანების მობილიზება შეინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები