LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ განიხილება: თამარ გაბუნია

51
232177207-123980869857512-5458758063683750423-n

„კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა დღეს არ განიხილება, უფრო მეტად მისაღები მოდელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენებაა,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო დამატებითი სასტუმროების მობილიზებაზე მუშაობს. როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, გარკვეულწილად გვეხმარება ისიც, რომ ბოლო პერიოდში, რიგი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი შემცირდა, ამიტომ სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა მეტი გაჩნდა.

„მოგეხსენებათ, ჩვენთვის სასტუმრო საველე ჰოსპიტალის ანალოგი იყო, ამიტომ, სასტუმროების მობილიზებაზე ნამდვილად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ამაზე მეტის საჭიროება უბრალოდ არ იქნება,  სასტუმროს რესურსის გამოყენებით ყველა ადამიანის მოთავსება იმ სივრცეში მოხერხდება, სადაც ექიმი იქნება. სხვა სივრცეებზე საუბარი არ არის,“ – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გაბუნიას განმარტებით, საველე ჰოსპიტალის მართვა და ადამიანური რესურსით მისი უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება.

ამდენად, მისი თქმით, მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რაც შესაძლებელია კიდევ მეტად გაფართოვდეს, სულ მცირე, ორჯერ და სამჯერაც, ეს არის სასტუმროების მოდელი, იმ დიდი სივრცეების გამოყენება, სადაც კომფორტულ გარემოში პაციენტის მკურნალობა შესაძლებელია.

„საველე პირობებზე დღეს, კონკრეტული საუბარი არ არის. თუკი დადგება ამის საჭიროება, რესურსი, სადაც დიდი სივრცეა, ესეც ცნობილია და შესაძლებელია მისი ადაპტირება და მისი გამოცდილებაც მსოფლიოში არსებობს. თუმცა, ჩვენთვის მაინც უფრო მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები