LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD-მა და USAID-მა ე.წ. შუა დერეფნის განვითარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

149
შუა დერეფანი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, რომელიც წელს სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში მიმდინარეობს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის განვითარების შესახებ, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს კავშირი აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საბანკო საკითხებში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მატეო პატრონემ და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწემ ერინ ელიზაბეტ მაკკიმ.

პარტნიორობა ფოკუსირებული იქნება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვაჭრობის გაზრდაზე, მწვანე ენერგეტიკაზე, ინვესტიციებზე ახალ ინდუსტრიებში, სატრანსპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე.

magti 5g