ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.
როგორც „როიტერსი“ წერს, EBRD-ის პროგნოზით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს – 5.5%-მდე შემცირდება. მიზეზად გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები სახელდება, რის გამოც ტურიზმის სექტორი დაზარალდა, ეს კი – ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
რაც შეეხება მომავალ, ანუ 2021 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 5.5%-მდე გაიზრდება.
EBRD საქართველოს მეზობელ ქვეყნებსაც მიმოიხილავს: სომხეთისთვის 2020 წელს ეკონომიკური ვარდნის პროგნოზი 3.5% იქნება, აზერბაიჯანისთვის – 3%, უკრაინისთვის – 4.5%, რუსეთისთვის კი – 4.5%-ს შეადგენს.