LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – მას ოდილ რენო-ბასო უხელმძღვანელებს

141
02d06574b385538cb9a96ea497c97bb8

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის( EBRD) ახალი პრეზიდენტის არჩევნებში.

EBRD-ის მმართველთა საბჭომ დახურული კენჭისყრის წესით ბანკის ახალ პრეზიდენტად ოდილ რენო ბასო (Odile Renaud-Basso) აირჩია, რომელსაც ამ დრომდე საფრანგეთის ხაზინის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

„მინდა საქართველოს სახელით, ქალბატონ ოდილ რენო ბასოს მივულოცო არჩევნებში გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. განსაკუთრებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, როგორც ძლიერი პარტნიორისა და დონორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. დარწმუნებული ვარ, ახალი პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის ისტორია კვლავ დინამიურად გაგრძელდება,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g