LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეჭვი მაქვს, რომ მას არ ჰყოფნის განათლება, რათა გაიგოს რას ამბობს ადამიანი – გრიგოლ ვაშაძე კახა კალაძეს

გრიგოლ ვაშაძე

ეჭვი მაქვს, რომ მას არ ჰყოფნის განათლება, რათა გაიგოს რას ამბობს ადამიანი, – ასე პასუხობს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თბილისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, არც მას და არც გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პარტიებს სახელმწიფოს გადატრიალებისკენ მოწოდება აქ ჰქონიათ. მისივე განცხადებით, მას შეურაცხყოფას გინებით ვერ მიაყენებენ, ვინაიდან მისთვის შეურაცხყოფის მიყენება მხოლოდ მის თანასწორს შეუძლია.

იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, “გრიგოლა” ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს – თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც გუშინ მომხდარ დაპირისპირებაზე და ოპოზიციის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა. კალაძის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები სასაცილოა.

„გაკოტრებული პოლიტიკური პარტია საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაისროლა და გაუშვა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი, ასე რომ ვთქვათ, დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით იმას, რომ სურვილია ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება. საუბრობდნენ დამხობაზე.

სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი გაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g