LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეჭვიანი არ ვარ, მაგრამ საეჭვიანო თუ მომეცა, მივხვდები“ – სოფო ბედია

221
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (28)

მომღერალი სოფო ბედია ხარის წელში დაბადებულ მერწყულია. ჟურნალ „გზასთან “საუბრისას ამბობს, რომ ასტროლოგიით დაინტერესებულია, ამ მეცნიერების ძალიან სჯერა, ასტროლოგს პირადი რუკაც შეადგენინა.

და ამბობს, რომ ამ რუკას ხშირად იყენებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 “ეჭვიანი არ არის”.

– არ ვარ, მაგრამ საეჭვიანო თუ მომეცა, მივხვდები. ეჭვით ცხოვრება დიდი მარაზმია. სანაცნობოში, საახლობლოში ვიცი, როგორ “დაძვრება” მეორე ნახევარი; დასდევენ, ხელში ფაქტები უჭირავთ და არის ერთი ამბავი. რას იბრძვი, გაუშვი და შენც კარგად იყავი!..

– შრომისმოყვარე ხარ?

– მილიონი პროცენტით. ბავშვობიდან აქტიური ვიყავი. რომ წამოვიზარდე, სულ ვცდილობდი, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია შემექმნა. ადამიანი რომელ პროფესიასაც უნდა ემსახურებოდეს, მასში ძალიან დიდ შრომას თუ არ ჩადებს, წარმატებული ვერ იქნება. ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ, შრომისმოყვარეობასთან ერთად, მიზანდასახულიც ვარ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g