LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანი ახალ დისკს გამოუშვებს – არტისტი ტურნეში ბრუნდება

132
Ed-Sheeran-finally-reveals-relea

გასული წლის ივნისში, ედ შირანმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას სამომავლო გეგმები გაამხილა, რომელშიც ახალი დისკის გამოშვებაც შედიოდა. როგორც ჩანს, არტისტმა მომავალ მუსიკალურ პროექტზე მუშაობა დაასრულა, რაზეც ახლახან სინგლის – Azizam გამოშვებით მიგვანიშნა. სიმღერის შექმნის ინსპირაციად, მისი მეუღლე იქცა.

ახალი ნამუშევრის გავრცელების შემდეგ, ქსელში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად მუსიკოსის მერვე სტუდიურ ალბომს – Play ერქმევა და ის დღის სინათლეს, წლის ბოლომდე იხილავს. რელიზის ზუსტი თარიღი, ამ დროისთვის უცნობია.

აღსანიშნავია ისიც, რომ შირანი მალე ,,მათემატიკის ტურს” განაახლებს, რომელიც მათემატიკური დასახელების ალბომების მხარდასაჭერად, 2022 წლის 23 აპრილიდან დაიწყო.

+–=÷× Tour მაისიდან ევროპას მოიცავს და სექტემბერში, ევროპაშივე დასრულდება. ტურნეს ევროპული კონცერტების სერია 30 მაისს, ესპანეთიდან დაიწყება. მისი დასკვნითი პერფორმანსით შირანი 7 სექტემბერს, გერმანიაში წარდგება.

ედ შირანმა ახალ მუსიკაზე მუშაობა დაადასტურა

შეგახსენებთ, რომ ჟურნალმა – TIME ედ შირანი 2025 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

TIME-მა 2025 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა – რომელი მომღერლები მოხვდნენ ჩამონათვალში?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები