LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანი „ტვიტერზე“ უარს ამბობს

50

ბრიტანელი მუსიკოსი და პრემია „გრემის“ ლაურეატი ედ შირანი „ტვიტერიდან“ ონლაინ-ტროლების გამო წავიდა. ვარსკვლავის თქმით, მას არ სურს, განწყობა ნეგატიურმა კომენტარებმა გაუფუჭოს.

„მთლიანად წავედი სოციალური ქსელიდან. არ შემიძლია ამ ყველაფრის კითხვა“, – განაცხადა მომღერალმა. მისი თქმით, ვერ იგებს, რატომ არ უყვარს ხალხს ასე ძალიან.

აღსანიშნავია, რომ შირანის ექაუნთი დარჩება და მასზე მხოლოდ საინფორმაციო ტიპის შეტყობინებები განთავსდება. თავად მომღერალი ქსელში პოსტების გამოქვეყნებს არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები