LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანმა ჯასტინ ბიბერთან დუეტი გამოუშვა და მეუღლესთან ერთად კამბოჯას მიაშურა (ფოტო)

172
13333506-0-image-a-7_1557484742906

ედ შირანმა და ჯასტინ ბიბერმა პირველი ერთობლივი სინგლი I Don’t Care გამოუშვეს, რომლის ავტორები თავად არიან.

ედ შირანმა და ჯასტინ ბიბერმა დუეტი ჩაწერეს – მომღერლებმა სინგლის საიმიჯოდ ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს (ფოტო/ვიდეო)

იმ ფონზე, როცა სიმღერას მომავალი ზაფხულის ჰიტობა უკვე უწინასწარმეტყველეს, ინგლისელმა შემსრულებელმა წარმატებულის სტარტის აღსანიშნად, მეუღლეს, ჩერი სიბორნს ხელი ჩაჰკიდა და მასთან ერთად კამბოჯას მიაშურა.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის ვარსკვლავი თაყვანისცმლებს იშვიათად ანებივრებს ოჯახური ფოტოებით, რის გამოც მის ”ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ პოსტი ამ დროისთვის, 2 მილიონზე მეტჯერ მოიწონეს.

შეგახსენებთ, რომ ედ შირანი და ჩერი სიბორნი ერთმანეთს ღრმა ბავშვობიდან ჰყვარობდნენ, თუმცა მათი რომანი სტრატს 2015 წლიდან იღებს. ისინი გასული წლის იანვარში დაინიშნენ, აგვისტოში კი ცნობილი გახდა, რომ მათ მედიისგან საიდუმლოდ იქორწინეს.

ედ შირანი საიდუმლოდ დაქორწინდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები