LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანს პლაგიატში ადანაშაულებენ

75

ედ შირანს პლაგიატში ადანაშაულებენ. საუბარია „გრემის“ მფლობელ სიმღერაზე  „Thinking Out Loud“, რომელმაც თავის დროზე ნომინაციებში „წლის სიმღერა“ და „საუკეთესო სოლო პოპ-შესრულება“ გაიმარჯვა.

საქმე სასამართლოში კორპორაცია Structured Asset Sales-ის წარმომადგენლებმა აღძრეს, რომლებიც გარდაცვლილი ავტორების ინტერესებს იცავენ. კონკრეტულად კი საუბარია მარვინ გეის სუპერჰიტის „Let’s Get it On“ ელემენტების მითვისებაზე.

შეგახსენებთ, რომ ედ შირანის მისამართით მსგავსი ბრალდებები აქამდეც წაუყენებიათ, თუმცა ყოველ ჯერზე საქმე მომღერლის სასარგებლოდ დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები