LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედი მერფი მეათე შვილის მამა გახდა

6965968-0-image-a-9_1543876989329

ედი მერფის ოჯახში მატებაა. 57 წლის იუმორისტი, მამა მეათედ გახდა. ამერიკელ ვარსკვლავსა და მის ახალ პარტნიორს, პეიჯ ბუჩერს მეორე შვილი ეყოლათ. ცნობილია, რომ პატარა ქვეყანას ჯერ კიდევ ნოემბერში მოევლინა. ბიჭუნას მაქს ჩარლზი დაარქვეს. ინსაიდერის ინფორმაციით, წყვილმა სახელი ედის უფროსი ძმის პატივსაცემად შეარჩია, რომელიც გასულ წელს ლეიკემიით გარდაიცვალა.

,,პატარა მაქსი 3 კილოგრამი და 48 სანტიმეტრი დაიბადა. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობს, – თქვა მედიასთან საუბრისას ედის მენეჯერმა.

შეგახსენებთ, რომ 1993-2006 წლებში მერფი ნიკოლ მიტჩელზე იყო დაქორწინებული, რომლისგანაც 5 შვილი შვილი ჰყავს. დანარჩენი 4 ბავშვი კომიკოსს სხვადასხვა პარტნიორებმა გაუჩინეს. მაქსამდე მერფისა და ავსტრალიელ მოდელს ქალიშვილი, იზი ჰყავდათ. ისინი ერთმანეთს 2012 წლიდან ხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები