პოპულარული მსახიობები, ედი რედმეინი და ფელისიტი ჯონსი გადასაღებ მოედანზე ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან. ამჯერად მათი ერთობლივი ფილმი „აერონავტები“ იქნება.
ფილმს Amazon Studios და რეჟისორი ტომ ჰარპერი გადაიღებენ. გადაღებები 2018 წლის გაზაფხულზე ლონდონში დაიწყება. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გამოვა პროექტი დიდ ეკრანებზე.
შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული დუეტი უკვე მონაწილეობდა დრამაში „სტივენ ჰოკინგის სამყარო“, რომელიც 2014 წელს გამოვიდა. აღნიშნული როლისთვის რედმეინმა ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო, ჯონსმა კი ნომინაცია მიიღო. მსახიობებმა სხვა პრესტიჟული ჯილდოებიც მიიღეს.