„ფეისბუქ“-მომხმარებელი დავით მიზანდარი ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც ვაკის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში გადაიღო. როგორც ის წერს: „ი. ჭავჭავაძის გამზირი 70, ეძახე ახლა ამას ვაკე… ამდენი წელი ნორმები ვერ შეიმუშავეს, თუ სად რისი გახსნა/დადგმა რეგულირდებოდეს ტერიტორიის და იერსახის მიხედვით“.
ფოტოებს, რასაკვირველია, აქვს გამოხმაურება. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი აღნიშნავს: „90-იანების გამოძახილია, თუმცა არც შეწყვეტილა ეგ ხაზი“. თავად ფოტოების ავტორი წერს, რომ საქართველო „საქართველო სარეველებისა და უსამქურების ქვეყნად იქცა“.