LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეგ მე ვთქვი? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი“ – ტრამპი ზელენსკის „დიქტატორად“ მოხსენიებაზე

176
1731167090-Zelensky-Trump

არ მჯერა, რომ ზელენსკის დიქტატორს დავუძახებდი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, ჯერ კიდევ სჯერა თუ არა მას, რომ ზელენსკი „დიქტატორია”?

„მე ვთქვი ეგ? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი”, – უპასუხა ტრამპმა.

ცნობისთვის, პლატფორმა Truth Social-ზე 19 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი როგორც „არჩევნების გარეშე დიქტატორი” მოიხსენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g