ეგვიპტეში, საქართველოდან ჩასული მოქალაქეების პრობლემის მოგვარების საკითხში საქართველოს საკონსულო ჩაერთო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკონსულოში დახმარების მიღების თხოვნით არც ერთი შეტყობინება არ შესულა, მათ შორის არც ცხელ ხაზზე. მიუხედავად ამისა, მათი განმარტებით, კონსული ცდილობს მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეების კოორდინატები, დაუკავშირდეს მათ და დახმარება აღმოუჩინოს.
ეგვიპტეში მყოფი ქართველი ტურისტები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მგზავრების ინფორმაციით, „კაიროს ავიახაზების“ თვითმფრინავი გვიან ღამით, 02:00 საათზე უნდა გამოფრენილიყო, თუმცა რეისი გაურკვეველი დროით გადაიდო.
მათივე თქმით, ამ დროისთვის სასტუმროებში არიან გადანაწილებული და ელოდებიან საქართველოში გამოფრენას.