ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიასთან ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, დაშავებულია 50 ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მატარებლების შეჯახების მიზეზი. ინციდენტის ადგილზე მაშველები და ექიმები არიან მობილიზებულნი.