LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტის პრეზიდენტი ამბობს, რომ ISIL-ს რუსული თვითმფრინავი არ ჩამოუგდია

58

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებას რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ პროპაგანდას უწოდებს.

„ბიბისისთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა ხაზგაზმით აღნიშნა, რომ ლაინერის კატასტროფის მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„გამოძიებაში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, თუმცა პროპაგანდული განცხადებები იმის შესახებ, რომ ლაინერი „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა ჩამოაგდეს, რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევისთვის და ეგვიპტის იმიჯის შესალახად კეთდება. გარწმუნებთ, სიტუაციას ქვეყნის ამ ნაწილში მთლიანად ვაკონტროლებთ,“ – აღნიშნა აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ.

ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ თვითმფრინავი 31 ოქტომბერს შარმ-ელ-შეიხის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 224 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g