„ეჰ, რა ტყუილად დამიკარგავს დრო…“ – წერს მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ გვერდზე და იმ სასწავლებლების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სხვადასხვა დროს დაამთავრა.
„ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი, უკრაინა ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემია, ნიდერლანდები კოლუმბიის უნივერსიტეტი, აშშ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო უნივერსიტეტი, საფრანგეთი ფლორენციის ევროპული სამართლის აკადემია, იტალია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ.
ნიუ – იორკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, აშშ, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, უკრაინა, ჰაიფას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ისრაელი.
“ეჰ, რა ტყუილად დამიკარგავს დრო” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ამ პოსტით სააკაშვილი საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას გამოეხმაურა.
საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია