ერთა ლიგის მატჩებმა ბევრი რამ გამოაჩინა. მაგალითად, ის, რომ გერმანიაში სერიოზული პრობლემებია. მთლად ძველებურად დიდებული ხანა არც ესპანეთს უდგას, რომელმაც ერთ ტაიმში სამი გოლი გაუშვა და დაცვა მისახედია. აი ბოლო დროის მიძინებული გრანდი – ჰოლანდია კი ახალ გზას დაადგა და ალბათ მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას.
ესპანეთის ნაკრების დაცვა ის აღარ არის, რაც ადრე იყო
სერხიო რამოსს ძველი პარტნიორები ენატრება
ახალი ჰოლანდია
ნარინჯისფრების რიგებში თაობათა ცვლა მიდის:
სნეიდერი/რობენი/ვან პერსი/კიუტის მშვენიერი ეპოქა დასრულდა და ახალი ერა იწყება