LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეიფელის კოშკიდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა

610
ეიფელის კოშკი

პარიზში, ეიფელის კოშკიდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც 324 მეტრის სიმაღლის კოშკზე მცოცავი პირი შენიშნეს.

“ეიფელის კოშკი ამ დროისათვის დაკეტილია შემდგომ მითითებამდე. სტუმრებს ვურჩევ გადადონ კოშკზე ვიზიტი”, – წერია ეიფელის კოშკის “ტვიტერის” გვერდზე.

“შემჩნეულია ალპინისტი. ეს სტანდარტული პროცედურაა: უნდა შევაჩეროთ ადამიანი, რის გამოც საჭიროა ევაკუაცია”, – განაცხადეს თანამშრომლებმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g