LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეიფელის კოშკის გარშემო შუშის კედელი დამონტაჟდება

669

ეიფელის კოშკის გარშემო  ტყვიაგაუმტარი შუშის სამმეტრიანი კედელი დამონტაჟდება. ინფორმაციას le Figaro ავრცელებს.დამცავი კედელი იმ ორი მხრიდან დამონტაჟდება, საიდანაც ეიფელის კოშკს ქუჩები ეკვრის.

შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები პარიზში უკვე დაიწყო. უშუალოდ კედლის მონტაჟი 5 ოქტომბერიდან იგეგმება.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონუმენტის დაცვის მიზანი  ტერორისტული თავდასხმებისგან იმ 6 მილიონი ტურისტის უსაფრთხოებაა, რომლებიც საფრანგეთის დედაქალაქს ყოველწიურად სტუმრობენ.

ცნობილია, რომ პროექტის ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები