ეიფელის კოშკზე ადრენალინის მოყვარულებისთვის საუკეთესო გასართობი “ზიპლაინი” მოეწყო. ზიპლაინით ეიფელზე ასულებს შეუძლიათ პარიზის საუკეთესო ხედზე საათში 90 კმ/სთ-ით გადაიფრინონ.
800 მეტრიანი “მოგზაურობა” ჰაერში დაახლოებით, 1 წუთს გრძელდება.
ზიპლაინი ეიფელზე 29 მაისს მოეწყო და მსურველებს მისით სარგებლობა 2 ივლისამდე შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ დროებითი გასართობი ეიფელის კოშკზე უკვე მეორედ მოეწყო. პირველად ის კოშკზე 2017 წელს დამონტაჟდა.