თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის მთავარი აღმოჩენა ახალგაზრდა მსახიობი ზენდაია გახდა, რომელმაც სერიალის „ეიფორია“ პირველი სეზონით დაგვამახსოვრა თავი. მოგვიანებით ის ვიხილეთ „ადამიანი-ობობას“ ახალ ფილმში, რომლის პრემიერაზეც ის უბრალოდ ბრწყინავდა.
რაც შეეხება სერიალს „ეიფორია“, ის HBO Max-ის სტრიმინგ პლატფორმაზე გადის და 9 იანვარს სერიალის მეორე სეზონის პრემიერა შედგა. პირველივე დღე რეკორდული აღმოჩნდა თავად შემოქმედებითი გუნდისთვის, რადგან პირველ სერიას სამ მილიონამდე მაყურებელმა მიადევნა თვალი, რაც HBO Max-ის ისტორიაში უპრეცედენტოა. ამ რაოდენობის მაყურებელი სტრიმინგ სერვერის არც ერთ სერიალს არ ჰყოლია.
როგორც ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში თავად ზენდაიამ თქვა, მეორე სეზონი უკიდურესად დაძაბულია და მაყურებელს მოუწოდა, მას სიფრთხილით უყუროს.
2022 წლის დიდი პრემიერების ტოპ-5 – რომელი სერიალების ახალ სეზონებს უნდა ველოდეთ მიმდინარე წელს