ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება „მედიაჩეკერის“ მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია „იმედი“ ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს.
„TV იმედი ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს” – „მედიაჩეკერი”
„ეკა ამირეჯიბმა, ზურა ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა უნდა იცოდნენ, რომ მე, როგორც ერთი მოქალაქე და კოლეგა, მადლობელი ვარ მათი. ეს ქვეყანა დაიმახსოვრებს მათ, როგორც მორალის მქონე ადამიანებს.
( წამყვანებმა იმედი დატოვეს)“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
„მედიაჩერკერი“ აცხადებს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას მათ რამდენიმე წყარო უდასტურებს.
ეკატერინე ამირეჯიბი მთავრობას მიმართავს: „როდესაც ძალაუფლების სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას ასე ხდება… „ევროპულ ქალაქს“ როგორც თვითონ უწოდებთ ხოლმე ხშირად, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუბრუნოთ სიმშვიდე, დაუბრუნოთ გაზაფხული, სტუდენტები კი დაუბრუნოთ ლექციებს აუდიტორიებში…“
„პირველ რიგში, თქვენ ხართ ვალდებული ამ ბეწვის ხიდზე რაც დღეს შეიქმნა, ყველაზე ფრთხილად და უსაფრთხოდ გაატაროთ საკუთარი მოქალაქეები“