LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ანდრონიკაშვილი: „21 წლისას შვილი მყავდა და ახლა უკვე 30 წლისაა. მეორე შვილი კი, ღმერთმა გამომიგზავნა, 43 წლის ასაკში გავაჩინე და 7 წლის ანგელოზი მყავს. 23 წელია შვილებს შორის სხვაობა…“

550
ეკა ანდრონიკაშვილი

ეკა ანდრონიკაშვილი საკუთარ ცხოვრებასა და პირადზე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.

ადრეულ ასაკში გათხოვდი და როგორც ვიცი, შვილებს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

ძალიან ადრე გავთხოვდი – 19 წლის. 21 წლისას შვილი მყავდა და ახლა უკვე 30 წლისაა. მეორე შვილი კი, ღმერთმა გამომიგზავნა, 43 წლის ასაკში გავაჩინე და 7 წლის ანგელოზი მყავს. 23 წელია შვილებს შორის სხვაობა.

როგორ ფიქრობ, რაში გაგიმართლა ყველაზე მეტად?

გამიმართლა ჩემს შვილებში, მშობლებში, წინაპრებში, მეგობრებში და ზოგადად, ბევრ რამეში. საერთოდ, უიღბლო არ ვარ, მაგრამ ხანდახან მგონია, თითქოს, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, გვერდით ჩამივლის, გაივლის და ჩემთან არ მოდის. იმისთვის, რომ რამეს მივაღწიო, ბრძოლა ნაკლებად, მაგრამ ბევრი შრომა მჭირდება. მაგრამ, თუ ბრძოლა დამჭირდა, საკმაოდ მებრძოლი ადამიანი ვარ და ინტუიციაც საკმაოდ განვითარებული მაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g